„ამ რთული პერიოდის გადალახვა მხოლოდ ერთმანეთის მხარდაჭერით შეგვიძლია და არა ერთმანეთის შიდა პოლიტიკურ პროცესებში უკანონო საგარეო ჩარევითა და დეზინფორმაციით ერთმანეთისთვის ძირის გამოთხრით“.
ლევან მახაშვილის განცხადებით, „ამ დოკუმენტს არ აქვს სხვა ფუნქცია, გარდა საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელი, უხეში და პირდაპირი ჩარევა და დაძაბულობისთვის ნავთის დასხმა“.
„თუ დავაკვირდებით, ოპოზიციის სტრატეგიაა, მაქსიმალურად მოხდეს ხელისუფლებაზე ზეწოლა და მაქსიმალურად არ მოხდეს არჩევნების შესაბამისი შეფასება“ - თქვა მახაშვილმა.