მზად ვარ, არა მარტო მურუსიძეს, არამედ მათ, ვინც მისი უვადოდ გამწესების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, ყველას ერთად რომელიმე ღია ეთერში გავუწიო ოპონირება, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მრჩეველმა, ადვოკატმა კახა კოჟორიძემ განაცხადა. კოჟორიძის თქმით, ის გაკვირვებულია, რომ სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძე საზოგადოებას სამართლებრივ დებატებში იწვევს.
საჯარო სამსახურის ბიურომ წელს 14 მოსამართლის ქონებრივი დეკლარაცია შეამოწმა. მათ შორის უარყოფითად შვიდი დეკლარაცია შეფასდა.
ხელფასის 20 პროცენტის ოდენობით ხუთი მოსამართლე დაჯარიმდა.
უკვე მერამდენე წელია ჩემს მიმართ ხორციელდება პოლიტიკურად მოტივირებული და მძლავრად ორგანიზებული ცილისმწამებლური კამპანია, რომელმაც კულმინაციას თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ ჩემი უვადოდ განმწესების დღეებში მიაღწია.