LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ნიკოლეიშვილი

ლევან ნიკოლეიშვილი: „სალომე ზურაბიშვილმა ამერიკიდან მეთიუ მილერის ბრძანება მიიღო, რომ მის ხელთ არსებული მტკიცებულებები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით გამოძიებას გაუზიაროს“

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი მეთიუ მილერის სალომე ზურაბიშვილისთვის მოწოდებას ეხმიანება, რომ გამოძიებას მის ხელთ არსებული მტკიცებულებები გაუზიაროს.

ლევან ნიკოლეიშვილი გაეროში პრემიერის სიტყვით გამოსვლაზე: „დღეს სახელმწიფოს მართავს ის ხალხი, რომელსაც იაფფასიანი ფეხის დადებებით, უკნიდან მიპარვებით, ყადაღა-სანქციებით ვერ შეაშინებ, რაც არაერთხელ დაამტკიცეს“

„ელისაშვილი რომ მუხანათურად მიეპარა მამუკა მდინარაძეს, ყველამ ვისაც ოდნავ ღირსება გააჩნია, არ მოიწონა მისი მზაკვრობა, თუმცა ისეთებიც გამოჩნდნენ, რომლებიც სიხარულით გულზე ხელებს იპარტყუნებდნენ“.

ლევან ნიკოლეიშვილი: “ნაციონალები” და მათთან აფილირებული პარტიები თუ არასამთავრობოები რას ითხოვდნენ ხომ გახსოვთ, ფანჯარა გაიხსნა და შევვარდეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზეო – კიდევ რამდენი ქართველი, აფხაზი თუ ოსი უნდა მომკვდარიყო, გადამთიელების პოლიტიკური მიზნებისა თუ თამაშის გამო?! ხომ იქნებოდა ეს ჩვენი ერთმანეთთან დაბრუნების და გაერთიანების იდეის სამუდამო დასამარება?!

მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” და მასთან აფილირებული პოლიტიკური პარტიების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდება რომ შესრულებულიყო, ქართველების, აფხაზების და ოსების ერთმანეთთან დაბრუნების და გაერთიანების იდეა სამუდამოდ დასამარდებოდა.