ლიზი მამრაძე ქართველ მევიოლინე ლიზა ბათიაშვილს მადლობას უხდის, რომელიც დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ჩართული იყო პროცესებში და ცოტნესთვის შესაძლებელს და შეუძლებელსაც კი აკეთებდა.
მევიოლინე ლიზა ბათიაშვილმა რამდენიმე დღის წინ შემოგვთავაზა ცნობილ პიანისტ, გიორგი გიგაშვილთან ერთად ვიდეო, სადაც ჩანდა, თუ როგორ ემზადებოდნენ ბრიუსელის კონცერტისთვის.