„ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სამი კომპანიით არის წარმოდგენილი. ესენია: „თიბისი ბანკი“, „საქართველოს ბანკი“ და „საქართველოს კაპიტალი“. პირველი მაისიდან დღემდე, ორი კვირის განმავლობაში, ამ კომპანიების აქციების ფასი მკვეთრად დაეცა, შემცირდა 25 პროცენტით“ - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.