დენისოვას შეფასებით, მიხეილ სააკაშვილისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში აუცილებელი სამედიცინო დახმარების მიწოდებაზე უარის თქმა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციის დარღვევაა.
მისივე თქმით, უკრაინა ზრუნავს თითოეული მოქალაქის ინტერესების დაცვაზე ნებისმიერ ქვეყანაში და უკრაინის სახალხო დამცველი აქტიურად არის ჩართული და ძალიან ღიად საუბრობს იმ უფლებრივ დარღვევებზე, რასაც ადგილი აქვს სააკაშვილის მიმართ.
მისი განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და დეპრესია, რომელიც ციხის პირობებში ვერ იკურნება. ამიტომ მიხეილის ჯანმრთელობა მუდმივად უარესდება.
საქართველოს ხელისუფლების მსგავსი ქმედებები შეფასებულია, როგორც წამება და უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილისთვის სიცოცხლის უფლების შელახვა,- აცხადებს დენისოვა.