LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუდმილა დენისოვა

„სააკაშვილის მიმართ მოპყრობა შეიძლება შეფასდეს წამებად. რაც ჩვენ ვნახეთ, საერთაშორისო სამართლის ნორმებში არ ჯდება“ – უკრაინის ომბუდსმენი საქართველოშია

„ახლა ზუსტი ინფორმაცია უნდა მივიღო სააკაშვილის ექიმებისა და ადვოკატებისგან, რამდენად მძიმეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ვფიქრობ, ის სიმძიმით შიმშილობის 46-ე დღის შესაბამისია,“ - განაცხადა უკრაინის სახალხო დამცველმა.

უკრაინის ომბუდსმენი: საქართველოში შემოსვლისას საზღვარზე დამაყოვნეს და მეკითხებოდნენ, რისთვის ჩამოვედი – მხოლოდ ჩემი მხრიდან გარკვეული ზარებისა და მუქარის შემდეგ შემომიშვეს

უკრაინის სახალხო დამცველმა, რუსთავის ციხესთან, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ისაუბრა და თქვა, რომ  ამ დრომდე მისი დაყოვნების საკითხზე არ უსაუბრია, რადგან იყო საფრთხე იმისა, რომ მას საპატიმროში არ შეუშვებდნენ.

„მიხეილ სააკაშვილი ყოველდღიურად სუსტდება“ – უკრაინის სახალხო დამცველი ამბობს, რომ სააკაშვილის უფლებრივ საკითხებზე სპეციალურ ანგარიშს მოამზადებს

უკრაინის სახალხო დამცველის თქმით, ის საქართველოს ომბუდსმენთან, ნინო ლომჯარიასთან შეხვედრას გეგმავს, რათა სააკაშვილის უფლებებზე მასთან ერთად იმსჯელოს.

„ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანია, გავარკვიო რამდენადაა დაცული მისი უფლებები“- უკრაინის ომბუდსმენმა სააკაშვილი მოინახულა

„მინდა გავეცნო და დავრწმუნდე, რამდენად აღმოუჩენენ საჭირო დახმარებას ციხის საავადმყოფოში,“ - განაცხადა უკრაინის ომბუდსმენმა, ლუდმილა დენისოვამ.