„რანინას“ აღნიშნული ტური ქართულ ფოლკლორს მიეძღვნა. პატარა კონკურსანტებმა ანსამბლ „შავნაბადასთან“ ერთად მსმენელისთვის კარგად ნაცნობი სიმღერები შეასრულეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საბავშვო მუსიკალური პროექტის, „რანინას“ მე-9 სეზონი დაიწყო. ახალი სეზონის პირველ ტურში აუდიტორიის წინაშე პირველი ხუთეული წარდგა.