აღნიშნული განცხადებით იგი გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებას.
„ყოველდღე ვფიქრობ, სადამდე მივა ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების, აქტივის და ჟურნალისტების ზიზღი და აგრესია. სავარაუდოდ, საკონცენტრაციო ბანაკებსაც შექმნიდნენ სიამოვნებით“.
„თქვენ ფიქრობთ რომ საქართველოს მოატყუებთ და დაარწმუნებთ, რომ არის სადღაც ვინმე უცხოელი ვინც უფრო კარგად იცის რა ჭირდება ამ ქვეყანას? იმ უცხოელს, ვისაც სისხლით არ მოუპოვებია ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა?!“