"მოვერიდოთ გარშემომყოფებს, მივიღოთ სითხე, საჭიროების შემთხვევაში სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი. ანტიბიოტიკები ვირუსებზე არ მოქმედებს და მათი ჩართვა მხოლოდ ბაქტერიული ინფექციების დროს არის საჭირო!" - წერს ინფექციონისტი.
"ჩუტყვავილასთან ამ ვირუსს არანაირი კავშირი არ აქვს - 50 წელს გადაცილებულები აცრილები არიან "ყვავილზე" და ისინი გარკვეულწილად დაცულნი „მაიმუნის ყვავილის“ მიმართაც - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.