დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „მაიმუნის ყვავილი“ განგაშის საფუძველს არ წარმოადგენს, შესაბამისად, როგორც მანვე თქვა, მოგზაურებისთვის შეზღუდვების დაწესება დღის წესრიგში არ დგას.
ექიმი რეანიმატოლოგი არჩილ მარშანია მაიმუნის ყვავილის შესახებ გავრცელებულ მითებს უყრის თავს სოციალურ ქსელში და საპირისპიროდ, დაავადებასთან დაკავშირებით არსებულ რეალურ ფაქტებზე წერს.