ევროკავშირმა მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინების პირველი პარტია მიიღო – ვაქცინის 5 300 დოზა ესპანეთს გადაეცა
"ისევე, როგორც კოვიდ-19-ის შემთხვევაში, ახლაც, ვაქცინის დოზები ნაწილდება პროპორციულად, თითოეული ქვეყნის მოსახლეობის მიხედვით. ესპანეთის შემდეგ, ვაქცინებს მალევე მიიღებს პორტუგალია, გერმანია და ბელგია" - აღნიშნულია ინფორმაციაში.
