„მქონდა შესაძლებლობა, ევროკომისართან ერთად გვემსჯელა სწორედ გაფართოების კონტექსტზე და გაფართოებაზე უსაფრთხოების კონტექსტში, რაც თავისთავად ასევე მოიცავს ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფას.“
„საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა მტკიცეა, ეს ჩვენი იდენტობის ნაწილი და ისტორიული არჩევანია. ეს არის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში, დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობა სამუშაო სესიაში – „დაცვა, რომელსაც გაფართოება უზრუნველყოფს: უსაფრთხოება, როგორც გაწევრიანების ახალი საყრდენი“.