მინისტრის განცხადებით, ვაშინგტონში უკვე გაიმართა განხილვები საქართველოსთან დაკავშირებით და იგეგმება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ორმხრივი ურთიერთობების გადახედვის მიზნით.
ესტონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ქვეყნის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში ესტონეთის ელჩი მარგე მარდისალუ-კაჰარი მუშაობას სომხეთში გააგრძელებს.