როგორც მინისტრმა აღნიშნა, კონფერენციაზე ისაუბრებს, როგორ ხედავს საქართველო საკუთარ თავს ევროპის უსაფრთხოების ნაწილად და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს შეხედონ სერიოზულად.
„ეს იყო კარგი შესაძლებლობა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებზე გვესაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლეს წარმომადგენლებთან“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ უნგრეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია, განსაკუთრებით ევროპული ინტეგრაციის პროცესში და ევროკავშირთან ურთიერთობების კონტექსტში.