უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს ტყვედ ჩავარდა. იგი წამების შემდეგ ცხინვალის მეხუთე სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე, ცემით მოკლეს.
აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი სოფიო ასათიანი სოციალურ ქსელში ვიდეოს გვიზიარებს, რომელიც ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრებთან შეხვედრის კადრებს ასახავს.