აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე მოზარდების დედების უწყვეტი აქციების შემდეგ, საქართველოში სამკურნალო მედიკამენტი შემოვიდა და 2023 წლის 15 ნოემბერს მოზარდებმა წამლის პირველი დოზა მიიღეს.
„დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის გაზრდას და გაძვალებას დაეხმარება.“