საზოგადოება „დიდებული ადამიანები რატომ მიდიან ნაადრევად“ – მალხაზ ხარბედიას გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა 11 ივლისი, 2025 მწერალი, ლიტერატურათმცოდნე და ესეისტი მალხაზ ხარბედია 50 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სოც. ქსელები „ეს ადამიანი, რაც წერეთელზე ვმუშაობ, მზეში, ქარში და ძანძახშიც ჟურნალ-გაზეთებს ყიდის და თან სულ კითხულობს. დღეს, რომ მივედი, გაზეთში წავიკითხე, არილის რედაქტორი გარდაცვლილაო და დაიწყო ტირილი… არც ერთი ვიცნობდით პირადად რედაქტორს, მაგრამ შუა წერეთელზე მაინც ვტირით“ – ანა ჯავახიშვილი 4 ივნისი, 2025 როგორც ანა ჯავახიშვილი წერს, გამყიდველმა, რომელიც წლების განმავლობაში წერეთლის გამზირზე მუშაობს და თავადაც აქტიურად კითხულობს პრესას, ხარბედიას გარდაცვალების შესახებ სწორედ იმ ჟურნალის ფურცლებიდან შეიტყო, რომელსაც ყიდდა.
სოც. ქსელები „ზუსტად ერთი წლის წინ ვისხედით ასე, არაფერი ეტყობოდა, რომ მის შორიახლოს სიკვდილი იყო..ქართული ლიტერატურა ვეღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო“ – დათო გორგილაძე მალხაზ ხარბედიას გარდაცვალებას ეხმაურება 3 ივნისი, 2025 ლიტერატურათმცოდნისა და მწერლის მალხაზ ხარბედიას გარდაცვალებას დათო გორგილაძე ეხმაურება.
საზოგადოება „სულ სითბო და სინათლე შემოჰქონდა ჩემს სივრცეში, ისეთ მომენტებში იცოდა შემოხმიანება, როცა ეს ძალიან გჭირდებოდა… მახოსთან ახლობლობა ბედისწერის საჩუქარი იყო – ბრწყინვალე ინტელექტის, დიდი ცოდნის და გემოვნების მიღმა იყო საოცარი ადამიანი“ – სალომე ასათიანი მალხაზ ხარბედიას ემშვიდობება 2 ივნისი, 2025 „ყველაზე სწორი, კეთილშობილი, ერთგული და მზრუნველი... და სულ გამორჩეულად მეყვარება, სადაც უნდა იყოს“ - წერს სალომე ასათიანი სოციალურ ქსელში.
საზოგადოება „ეპოქა დასრულდა! მახო ხარბედიას არილის, ღვინის კლუბის და შეთხზული მეების ეპოქა… მან შეცვალა აზროვნება და დინამიკა ლიტერატურაში, ათასი კარგი და სასარგებლო ადამიანის სიცოცხლით იცხოვრე“ – მალხაზ ხარბედიას მეგობრები ემშვიდობებიან 2 ივნისი, 2025 ლიტერატურათმცოდნე, მწერალი და ესეისტი, მალხაზ ხარბედია 50 წლის ასაკში გარდაიცვალა.