სმიტების ოჯახის საქმე – მკვლელობასა და გაუპატირებაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
კობაური ნაფიცმა მსაჯულებმა წარდგენილ ყველა ბრალში ერთხმად დამნაშავედ სცნეს.
კობაური ნაფიცმა მსაჯულებმა წარდგენილ ყველა ბრალში ერთხმად დამნაშავედ სცნეს.
ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს. კობაური ნაფიცმა მსაჯულებმა წარდგენილ ყველა ბრალში ერთხმად დამნაშავედ სცნეს.
ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის გამოსატანად სათათბიროდ გავიდნენ. როგორც საქმის პროკურორი, ზაზა დათუკიშვილი აცხადებს, საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე, ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი ვერდიქტის მოლოდინი აქვს.
"ვიღაცისთვის ხომ უნდა დაებრალებინათ და მე დამაბრალეს. მე ჩანჩქერზე ვბანაობდი. მერე ორი უცხო კაცი მოვიდა და რაიან სმიტთან და მის შვილთან მიმიყვანეს"