აღნიშნულ უკანონო გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მამუკა ჩხიკვაძის უკანონოდ დაკავება და მის წინააღმდეგ გამოგონილი ბრალდებების წაყენება.
აქციის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრიდან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეგიონულ ოფისთან მსვლელობით გადაინაცვლეს და ხელმძღვანელობისგან მამუკა ჩხიკვაძის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებას ცდილობდნენ, თუმცა მათ არავინ გამოხმაურებია.