ერთი ვარიანტი არის ხალხის დასჯის მცდელობა. ჩვენ [ხელისუფლებას] რომ გვსჯიან გასაგებია და შევეგუეთ ამას, ვიტანთ, რადგან ბოლომდე გავითვითცნობიერეთ პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე, ამით ვერ შეგვაშინეს და ძალიან კარგი - აცხადებს მამუკა მდინარაძე
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, დიდი ბრიტანეთის მიერ ქართველი მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ 1989 წლის 9 აპრილს, ისევე როგორც 2025 წლის 10 აპრილს, თავდასხმის ობიექტი საქართველოს დამოუკიდებლობა გახდა.