LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე

„ლგბტ პროპაგანდის მხარეს დიდი ფინანსები დგას.. გუშინ ისინი ცისარტყელამ გააერთიანა, იყვნენ აჟიტირებული, მართლა პროპაგანდისტები არიან – ბავშვებს ცისარტყელა წაართვეს“ – მდინარაძე არასამთავრობო სექტორსა და მედიაზე

როგორც უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, ლგბტ პროპაგანდის მხარდასაჭერად არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების მხრიდან დაწყებულია კოორდინირებული კამპანია, რომლის წარმოება დიდი ფინანსების გარეშე შეუძლებელია.

მდინარაძე: „ვცდილობთ უფლებები და პროპაგანდა განვაცალკეოთ, ერთის ხარისხი ავწიოთ და მეორეს ვებრძოლოთ, პროპაგანდისტები კი ცდილობენ შეატყუპონ და ერთმანეთთან გააიგივონ – ფსევდოლიბერალები ეროვნულ საქმეს ვერ შეგვაწყვეტინებენ“

„როცა უფლებებს მიჯნავ პროპაგანდისგან და თავს მოხვევისგან, მავნე შედეგისგან, რამეს კი არ კრძალავ სინამდვილეში, უპირატესი მიზანი არის დაცვა - აკრძალვა კი არა, შენი მომავალი თაობების დაცვა ამ მავნე და საშინელი პროპაგანდის შედეგებისგან.“