პროკურატურის განცხადების თანახმად, მოქალაქე მანანა გიორგობიანმა ერთ-ერთ სუპერმარკეტში ამავე სუპერმარკეტის თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ფულის დახურდავებაზე უარის გამო მიაყენა.
პოლიციამ ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, მანანა გიორგობიანის გარდა, კიდევ 4 პირი დააკავა
სუპერმარკეტ „სპარის“ ორი თანამშრომლის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტს, რომელშიც, შსს-ს ცნობით, ჯაკო [ჯანსუღ] ჩარკვიანი მონაწილეობდა, ჯანო ჩარკვიანის მამიდა, პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება.