„კავკასიის ავტო იმპორტის“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსეთში და ბელარუსში ავტომობილების ექსპორტის აკრძალვა, საქართველოში დიდ ცვლილებებს არ გამოიწვევს, თუმცა, გარკვეული პერიოდით, შესაძლოა, საქართველოში გასაყიდ ავტომობილებზე ფასი შემცირდეს.