ადამიანი შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში დაიღუპოს – ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილზე
„თმის ღერში აღმოჩენილია ლიმიტირებულ ზღვარს გადაცდენილი ვერცხლის წყალი, ბისმუტი და ბარიუმი“.
„თმის ღერში აღმოჩენილია ლიმიტირებულ ზღვარს გადაცდენილი ვერცხლის წყალი, ბისმუტი და ბარიუმი“.
„გამოიკვეთა სრულყოფილი ტოკსიკოლოგიური კვლევის აუცილებლობა, რაც საქართველოში შეუძლებელია“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მისი განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ საჭიროებს სრულყოფილ დიაგნოსტიკას და მკურნალობას.
შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნა, შესაძლოა, სააკაშვილის პატიმრობდან გათავისუფლების საფუძველი გახდეს.
რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე ამერიკელი ექსპერტების დასკვნას, როგორც ჯიშკარიანი ამბობს, ის ადვოკატებს უახლოეს პერიოდში გადაეცემათ.