„აზროვნების აკადემია“ პროექტის „სალონური საუბრები” ფარგლებში, სოციალურ ქსელში ცნობილი ფსიქოლოგის, ნათია ფანჯიკიძის ლექციას გვთავაზობს. საუბრის თემაა მარიხუანის მოხმარების შედეგები. ფსიქოლოგი ვრცლად საუბრობს მსუბუქი ნარკოტიკის უარყოფით მხარეებზეც. დემოტივაცია, გაღიზიანება, ენერგიის ნაკლებობა, კონცენტრაციის უნარსა დაქვეითება - ეს მცირე ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რასაც მარიხუანას სისტემატიური მოხმარება იწვევს.