მარინა კალიურანდი და სვენ მიქსერი ერთობლივ განცხადებაში წერენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მოვლენების განვითარებას მონიტორინგს უწევენ და ელიან, რომ მისი უფლებები დაცული იქნება.
“მე ვერ დავკავდები ანალიზით, რატომ გააკეთა ასეთი განცხადება, შემიძლია, ვთქვა პოლიტიკური შეფასება, როგორი ძალაუფლება აქვს მიხეილ სააკაშვილს, როგორი ძალაუფლება აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, ვინ არის კარგი და ვინ – ცუდი პოლიტიკოსი.“
“ახლა დიდი კითხვაა „ერთიან ნაციონალური მოძრაობასთან“ – რა არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მომავალი? იქნება ის სააკაშვილთან ერთად, სააკაშვილის გვერდით თუ მის გარეშე,”- თქვა ევროპარლამენტარმა.