"შესაბამისი დასკვნა გასაჯაროვდეს, რომ აღარ იყოს კითხვები იმასთან დაკავშირებით, წარმოადგენს თუ არა ეს კლინიკა რომელიმე პაციენტისთვის რისკს" - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.
"საუბარი სამოქალაქო კლინიკაზე, ხაზგასმით ვამბობ, რაზეც გვადანაშაულებენ ზოგიერთი ტელევიზიის წარმომადგენლები და მათ შორის ზოგიერთი ოპონენტი, არ ყოფილა" - ამბობს ბრეგაძე.
მისი განცხადებით, უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო საჭიროებებთან დაკავშირებით ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემული დასკვნა ითვალისწინებს გარკვეული სამედიცინო პროცედურების ჩატარებას, რაც სამწუხაროდ N18 დაწესებულებაში შეუძლებელია.