მედეას მარიამის ოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. სწორედ მან შეიტყო მარიამის შესახებ, დაუკავშირდა საქართველოში დავით ოქროპილაშვილს და ამასთან, მან სთხოვა ექიმ ალთან ვაროლს ოპერაციის გაკეთება.
„როდესაც მეკითხებიან ექიმზე, ყოველთვის ვურჩევ ისე, როგორც ჩემი ოჯახის წევრისთვის შევარჩევდი. ხშირად ვეუბნები ექიმებს: „ვიცი, რომ პაციენტები არ გჭირდებათ, მაგრამ ხალხს თქვენ სჭირდებით“...