როგორ იქმნება სტატია და როგორ უნდა გადმოვცეთ ამბავი, როგორ უნდა იმუშაოს ჟურნალისტმა და რა უნდა ახსოვდეს მას საგანგებო სიტუაციების გაშუქებისას - ამ თემებზე ჟურნალისტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
ჟურნალისტებმა პრაქტიკული მაგალითების მიხედვით გაარჩიეს, თუ როგორ უნდა გააშუქონ საინტერესოდ ამბავი. ასევე განიხილეს, რა კავშირი და მნიშვნელობა აქვს მომხდარ ახალ ამბავთან ამავე ამბის წინა ისტორიას და როგორ უნდა განისაზღვროს მომავლის დრამატურგია.
"თეორიული ნაწილის გარდა, ტრენინგი პრაქტიკულ ნაწილსაც მოიცავდა. ჟურნალისტებმა განიხილეს ადგილობრივ და საერთაშორისო მედიაში არსებული როგორც საუკეთესო მაგალითები, ისე - დაშვებული შეცდომები" - აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.