"ამ წერილს იმ ადამიანებისთვის ვწერ, ვისაც არ ესმის, როგორ შეიძლება ურთულეს ეპიდემიოლოგიურ ვითარებაშიც კი მშობელს არ უხაროდეს სკოლების online გადასვლა", - წერს "მშობლები განათლებისთვის" აღმასრულებელი დირექტორი.
იმისთვის, რომ სკოლები დისტანციურ რეჟიმზე აღარ გადავიდნენ და ბაგა ბაღების დაკეტვა არ მოხდეს, მეგი კავთუაშვილი რამდენიმე რეკომენდაციას ასახელებს, რომელიც განათლების სამინისტრომ და ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გაითვალისწინოს.
"სკოლაში არსიარული არ ნიშნავს, რომ ბავშვი დაცულია კორონავირუსისგან" - "ის, რაც დღეს სკოლებში ხდება, შედეგს (კატასტროფულ შედეგს), წლების შემდეგ აუცილებლად მივიღებთ."