LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„MEGOBARI აქტი“

ვახტანგ გომელაური სასანქციო სიაზე: „სიაში დიდი ხნის წინ ჩამწერეს“

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური „MEGOBARI აქტის“ ფარგლებში დასასანქცირებელ პირთა სიაში მის ყოფნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის სიაში დიდი ხნის წინ ჩაწერეს.

თინა ბოკუჩავა: „MEGOBARI აქტის“ მიღება არის ძალიან მკაცრი გაფრთხილება ივანიშვილისთვის – ის ან დათმობს ხელისუფლებას, ან მიიღებს უმძიმეს სანქციებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან“

„ფინანსური სანქციის ქვეშ ასევე მოჰყვებიან მისი გარემოცვის წევრები, პროპაგანდისტები და კორუმპირებული ბიზნესი, ე.წ. ფინანსური ელიტა, რომელზეც დგას მისი რუსული დანაშაულებრივი რეჟიმი“

რაქვიაშვილი: „ერთი წლის წინ „MEGOBARI აქტი“ დააინიცირეს და მაშინ ვთქვი, ვერ მიიღებენ მეთქი და ვერც მიიღეს. დღეს სხვა კანონი მსგავსი სახელით მიიღეს. ჩერგოლეიშვილმა ახლა კი გაიგო, მაგრამ არ დაწერს, „სანდრო მართალი იყავი, შემეშალაო“

„ერთი წლის წინ, როცა „MEGOBARI აქტი“ დააინიცირეს, მაშინ თქვა, რომ ვერ მიიღებდნენ და ვერც მიიღეს. დარჩა ისე ინიციატივად. დღეს სხვა კანონი, სხვა შინაარსის, ოღონდ მსგავსი სახელით მიიღეს“

ლევან მახაშვილი: „იმედი გვაქვს, პროვოკაციულ რეზოლუციას ტრამპი ხელს არ მოაწერს და შეძლებს დანაპირების შესრულებას, რომ აშშ-ში „დიფ სთეითი“ დაამარცხოს“

„თეორიულად, თუ ეს აქტი ძალაში შევა, მნიშვნელოვნად დააზიანებს ორმხრივ ურთიერთობებს და ესეც იმ არაფორმალური ძალებისა და გავლენების გათვლაა, რომლებმაც, ინერციით, ქვედა პალატაში დოკუმენტი მაინც გაიტანეს.“