ბათუმის საავადმყოფოს ექიმმა უფლებამოსილება შეიჩერა
ბათუმში აქციის მონაწილეები გამოძიების დასრულებამდე გარდაცვლილი გოგონას მკურნალი ექიმის სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ
ბათუმში აქციის მონაწილეები გამოძიების დასრულებამდე გარდაცვლილი გოგონას მკურნალი ექიმის სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ
ბათუმში გარდაცვლილი 28 წლის მელანო ფუტკარაძის ახლობლებმა ბაგრატიონის ქუჩა გადაკეტეს. ისინი ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს იმ ექიმების დასჯას ითხოვენ, რომლებიც ახალგაზრდა ქალს მკურნალობდნენ.
პროტესტის ნიშნად ახლობლები აპირებენ, მიცვალებული ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ეზოში რამდენიმე წუთით დაასვენონ
გარდაცვლილის ახლობლები რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს დაუდევრობასა და უპასუხიმგებლობაში ადანაშაულებენ.