Meliora 2022-ის რიგით მეოთხე ცერემონიაზე კომპანიები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მდგრადი განვითარების სფეროში განხორციელებული პროექტებისა და ინიციატივებისთვის დაჯილდოვდნენ.
პროექტის ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსი, რომელშიც დაარსებიდან 90-მდე კომპანიამ, 200-ზე მეტი CSR პროექტით მიიღო მონაწილეობა, მიზნად ისახავს საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას და პოპულარიზაციას.