"მეოთხე ტალღა გაცილებით მძიმე და რთულია, რაც მოსალოდნელი იყო, ვინაიდან ჩვენ სხვა ქვეყნებშიც დავაკვირდით, თუ რამდენად სწრაფი გავრცელება ჰქონდა დელტა შტამს"
„კიდევ ერთხელ ვთხოვთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს და გარემოცვას, ატარონ პირბადე და ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთონ,“ - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.
„ეპიდსიტუაცია ქვეყანაში უარესდება. კორონავირუსმა არ იცის ის და ეს, არც პოზიცია, არც ოპოზიცია, ერთიანად აზიანებს ყველას და მიაქვს ძალიან ბევრი სიცოცხლე,“ - განაცხადაამირან გამყრელიძემ.
მისი პროგნოზის მიხედვით, აგვისტოში შეიძლება დაახლოებით 1 მილიონამდე იმუნიტეტის მქონე ადამიანი გვყავდეს, ამიტომ სასტარტო პირობები გასულ ზაფხულთან შედარებით წელს გაცილებით უკეთესია.