LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » მეოთხე ტალღა

მეოთხე ტალღა

მეოთხე ტალღა გაცილებით მძიმეა, ახალ შტამს სხვა ტემპი და სირთულეები აქვს: ეკატერინე ტიკარაძე

"მეოთხე ტალღა გაცილებით მძიმე და რთულია, რაც მოსალოდნელი იყო, ვინაიდან ჩვენ სხვა ქვეყნებშიც დავაკვირდით, თუ რამდენად სწრაფი გავრცელება ჰქონდა დელტა შტამს"

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მეოთხე ტალღა და ჯანდაცვის სექტორში სრული მობილიზაცია დაწყებულია: ეკატერინე ტიკარაძე

„კიდევ ერთხელ ვთხოვთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს და გარემოცვას, ატარონ პირბადე და  ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთონ,“ - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.

შეიძლება, მძიმე მეოთხე ტალღაში შევიდეთ: ამირან გამყრელიძე

„ეპიდსიტუაცია ქვეყანაში უარესდება. კორონავირუსმა არ იცის ის და ეს, არც პოზიცია, არც ოპოზიცია, ერთიანად აზიანებს ყველას და მიაქვს ძალიან ბევრი სიცოცხლე,“ - განაცხადაამირან გამყრელიძემ.

კატეგორიულად არ მიმაჩნია, რომ მეოთხე ტალღა იქნება მეორე ტალღაზე ძლიერი, ჩვენ ამის საშიშროება გვემუქრება: ივანე ჩხაიძე

მისი პროგნოზის მიხედვით, აგვისტოში შეიძლება დაახლოებით 1 მილიონამდე იმუნიტეტის მქონე ადამიანი გვყავდეს, ამიტომ სასტარტო პირობები გასულ ზაფხულთან შედარებით წელს გაცილებით უკეთესია.