"არ მგონია სწორი იყო 1.5 მლნ-იანი ქალაქის მერი იყო და დღის განმავლობაში ერთი მხრივ მთავრობის სხდომას ატარებდე დედაქალაქის მერიაში და დღის სხვა ნაწილში პარტიაში თათბირს ატარებდე"
"მე მართლა გამარჯვებას ვაპირებ... იქნება მერი, რომელმაც, შესაძლოა, ცენტრალურ ხელისუფლებას ქალაქის სასიკეთოდ უყვიროს და მაგიდაზეც დაურტყას ხელი" - თქვა უგულავამ.
მისი განმარტებით, თვითმმართველობის არჩევნებისთვის დაელოდებიან, სხვა ოპოზიციური პარტიები როგორ იმოქმედებენ და იმის მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას თბილისში საკუთარი კანდიდატის დაყენებასთან დაკავშირებით.