საზოგადოება „ეს რას შევესწარი ღმერთო ჩემო.. უცხო ადამიანს ხელი ჰკრა ვიღაცამ და მატარებლის ქვეშ ჩააგდო“ – თვითმხილველის თქმით, მეტროს სადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ერთმა კაცმა მეორეს ხელი ჰკრა და ლიანდაგებში ჩააგდო 10 დეკემბერი, 2024 მოქალაქე დაჩი დიდიძე, რომელიც ინციდენტს შეესწრო, შემთხვევის ადგილიდან ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. მისი თქმით, სავარაუდო დამნაშავე გაქცევისას დააკავეს.