მეუფე მელქისედეკი: მტკივა ქართველი ახალგაზრდების წინააღმდეგ მოქნეული ხელი, მეწვის ცრემლსადენი გაზის გამო დახუჭული თვალები და მცივა სუსხიან ღამით გაყინულ სხეულზე
"ვურჩიე, რომ ხომ არ არის დრო, შიმშილობაში კვებასთან დაკავშირებით რაღაც კორექტირებები შეიტანოს, უარი განაცხადა, ის შიმშილობას გააგრძელებს" - განაცხადა მეუფემ.
როგორც სასულიერო პირი აცხადებს, მან ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების პეტიციას ხელი მოაწერა. მისი თქმით, მან გააჟღერა იდეა, რომ აუცილებელია ერის საყოველთაო შერიგება.