დღეს არის სულთმოფენობიდან მე-2 კვირა, როდესაც აღინიშნება ათონის წმინდა მთის ღირსი მამების ხსენება და წელს ეს დღე დაემთხვა წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულს.
"ამიტომ დღეს, ისევე როგორც დიდი მარხვის წინა კვირებში, წმინდა ეკლესია გვახსენებს, რა დიდი სიკეთეა ადამიანში, როგორი ნათელი ძალები და შესაძლებლობებია დაფარული ადამიანის ბუნებაში"
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას დიდი მარხვის წინ სულიერ სამზადისა და მომავალ მარადიულ ცხოვრებაზე იქადაგა.