„ჩემო საყვარელო შვილო, ბოლოს და ბოლოს გიპოვეთ, რაც არ უნდა სასტიკად ჟღერდეს, „ბედნიერები“ ვართ, ახლა შეგვიძლია დედასთან ერთად დაგკრძალოთ, თქვენთან მოსასვლელი ადგილი გვექნება..“
ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 32 ცხედარი და ძებნა 1 პირთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს.