"ძალიან მნიშვნელოვანია ამ ნაპრალების ამოვსება, რომ იქ არ დაგროვდეს წყალი და არ გაგრძელდეს პროცესი. ჩვენ მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა შედეგი ნამდვილად გამოიღო."
"არსებობენ კონკრეტული ადამიანები, ვინც მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, მინდა მოგიწოდოთ - არავის არ დაუჯეროთ, ეს მათ ნამუსზე იყოს, ვინც ამ განცხადებას ავრცელებდა."
24 მარტს ცაგერის მუნიციპალიტეტში, ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყრული პროცესები განვითარდა. მეწყრულმა მასამ საავტომობილო გზა დააზიანა და 10 ოჯახი გარესამყაროს მოწყვიტა.