შსს: „მარტის თვეში საქართველოდან უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე გავაძევეთ, გაძევებულ პირებს კანონის შესაბამისად ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ“
საქართველოდან გაძევებულ იქნა - ინდოეთის, ბელარუსის, ჩინეთის, ტაჯიკეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, ბანგლადეშის, ამერიკის შეერთებული შტატების, ერაყის, ირანის, ნიგერიის, თურქმენეთის, თურქეთის, ეგვიპტის, პაკისტანის, კამერუნის, იორდანიის, ყირგიზეთის - ჯამში 97 მოქალაქე.
