როგორც მიხეილ ცაგარელმა „ფორტუნასთან“ აღნიშნა, წლის მთავარი გზავნილი სიახლეებთან არის დაკავშირებული - ახალი ეტაპის დაწყება, ძველის დასრულება და შესაძლებლობების სწორად გამოყენება, რაც წარმატების წინაპირობა ხდება.
„ფორტუნასთან“ ასტროლოგი ამბობს, რომ ზოდიაქოს ნიშნებისთვის წელი არ არის ერთგვაროვანი. მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, ზოგისთვის ეს იქნება წინსვლის, სიყვარულისა და ფინანსური გამყარების პერიოდი, ზოგიერთისთვის კი სიფრთხილის, მოთმინებისა და სტრატეგიული დაგეგმვის დრო.