შალვა პაპუაშვილი: „სტრასბურგის სასამართლომ, ქართული ოპოზიციაც და უცხოელი მტერ-მოყვარეებიც სიყალბეში ამხილა და ვითომც არაფერი, სააკაშვილიც უცებ განიკურნა დემენციისგან და უცხოელებმაც სასაუბრო თემა შეცვალეს – არც „ბოდიში“, არც „ეს როგორ დაგვემართა“, როგორც ჩანს, ასეთი მეგობრობაც არსებობს“
მისი განცხადებით, ცრუ კამპანია, რომელშიც ევროპელი და ამერიკელი მაღალჩინოსნები, სახალხო დამცველი, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ ჩართული, თითქმის ორი წელი გაგრძელდა და საბოლოოდ, თვეობით ნაშენები ცრუ ნარატივი, სტრასბურგის სასამართლომ ჩამოშალა.
