სასჯელი არის სასჯელი და სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სააკაშვილმა თავისი სასჯელი ღირსეულ პირობებში და ჯანმრთელობის დაცვით, პრინციპის შესაბამისად მოიხადოს, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მდინარაძის თქმით, ის „პიარ კამპანია“, რომელსაც სააკაშვილის მხარდამჭერები და თანაგუნდელები ახორციელებენ, ახლა კიდევ უფრო მეტადაა გამძაფრებული და პირდაპირ დაკავშირებულია საქართველოს ომში ჩათრევასთან.
„მინდა დავამშვიდო ყველა, რომ როგორც იუსტიციის სამინისტრო ასევე სახელმწიფო, გააკეთებს აბსოლუტურად ყველაფერს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა იყოს კარგ მდგომარეობაში“– დასძინა რატი ბრეგაძემ.