როგორც გვარამია აცხადებს, გორის ჰოსპიტალს არ უნდა გადაეწყვიტა ვიდეოჩანაწერი ვინმეს სჭირდებოდა თუ არა, ვინაიდან აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
"აღნიშნული კამერები ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების მიზნებს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში ამ კადრების შენახვის არავითარი ვალდებულება აღარ არსებობდა"
პენიტენციურმა სამსახურმა ინსპექტორის წინააღმდეგ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ინსპექტორმა მიხეილ საააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვების და გასაჯაროების კანონიერება შეისწავლა და უწყება, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, კანონდამრღვევად ცნო.