"დღევანდელი აქციის პირველი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა. აუცილებელია, ასევე გავითვალისწინოთ ძირითადი მიზანი - ეს არის ვადამდელი არჩევნები" - განაცხადა მამულაშვილმა.
როგორც მინისტრის მოადგილემ თქვა, აღნიშნულ წერილში სტრასბურგის სასამართლომ მომჩივანს შიმშილობის „დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა“, ხოლო საქართველოს მიუთითა, რომ მკურნალობის პროცესში გაეთვალისწინებინა ექიმთა ჯგუფის მიერ 17 ნოემბერს გამოცემული მოსაზრება.
"სააკაშვილს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვსაუბრობთ მესამე პრეზიდენტზე, რომელმაც თანამედროვე საქართველო შექმნა" - აცხადებს საძაგლიშვილი.
"როდესაც ადამიანი შიმშილობს, სისუსტე რჩება 50 დღე. ალბათ არავის გაუკვირდება, რომ ფეხბურთს ვერ ითამაშებს, ამიტომ, ნელ-ნელა ყველაფერი უნდა ალაგდეს" - აცხადებს კონსილიუმის წევრი.