"მიხეილ სააკაშვილი არ მოუყვანიათ მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივებით, ის მოიყვანეს იმისთვის, რომ მოეხდინათ მასზე ფსიქოლოგიური ტერორი" - აცხადებს ადვოკატი.
„ითქვა, რომ მანქანა შენობაში შესასვლელიდან 30 მეტრის დაშორებით გაჩერდა, მიხეილ სააკაშვილი ფიზიკური ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს და თმებით ათრიეს. ეს რომ მართლა ასე ყოფილიყო, იქნებოდა პრობლემა, რაზეც ვიღაცას აუცილებლად პასუხისმგებლობა უნდა აეღო,“ - განაცხადა სარჯველაძემ.
"ჩემი ინიციატივით, ანა ფოტიგა და ლიეტუვის სეიმის ორი წევრი ჩამოვიდნენ საქართველოში, რათა მიხეილ სააკაშვილთან საპატიმროში შედგეს შეხვედრა" - აცხადებს სამადაშვილი.