დღეს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა. განაჩენი 17 მარტს გამოცხადდება.
„გიორგი ანწუხელიძის გმირობა მართლა შემთხვევითი არ არის, რუსი და ოსი ნაძირალები, ბანდიტები ერთ რამეს სთხოვდნენ, მიშა სააკაშვილს შეაგინეო. ნეტავი, შევეგინებინე და ნეტავი, ამას დაეხსნა მისი სიცოცხლე - ოფისში ჩემზე გინებით მოსულები არიან ტურები! ეს ხალხი, ვინც ოფისთან მოვიდა დასარბევად, ზუსტად ანწუხელიძის მკვლელები არიან“ - ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.